пятница, 14 марта 2008 г.

დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishiene...

ქართველთა სათვისტომო


*
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე
Dali Gogeshvili-Iodishiene

Dali Gogeshvili-Iodishiene
1939-2001


ATGIMIMAS
(აღორძინება)

LIETUVOS PERSITVARKYMO SAJUDZIO INFORMACINIS BIULETENIS
(ლიტვის გარდაქმნის საიუდის საინფორმაციო ბიულეტენი)
Nr.15 (28) 1989 m. balandzio 14 d.

KRUVINASIS SEKMADIENIS GRUZIJOJE
სისხლიანი კვირა საქართველოში


Mes, Lietuvos gruzinal,
Dekojame likimo bpoliams
Lietuviams, uzjautuslems
Sunkia musu Tauta.
Mes uz laisva Lietuva
Ir uz laisva Gruzija.
Mes protestuojame pries
Balandzio 9-osios kruvi-
Naji sekmadienj.
Tegul Vilniaus gatves
Niekada nepajunta “demo-
Kratija nesaneiu” tanku
Svorio, o gyventojai _
“brolisko” baudeju de-
mesio!

Lietuvos gruzinu vardu
D. Gogesvili-Juodisiene,
Zumaliste, verteja

ჩვენ ლიტვის ქართველები
მადლობას ვუხდით ბედის
თანამონაწილე ლიტველებს
მძიმე წუთებში ჩვენი ერის
თანაგრძნობისათვის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიტვისა
და საქართველოს თავისუფლებას,
პროტესტს ვაცხადებთ, 9-აპრილის
სისხლიანი კვირის წინააღმდეგ.
დაე, ვილნიუსის ქუჩებს არასოდეს
გამოეცადოს ”დემოკრატიის მომტანი”
ტანკების წონა, ხოლო მის მცხოვრებლებს _
”ძმური” დამსჯელთა ყურადღება!


ლიტვის ქართველთა სახელით
დ. გოგეშვილი-იოდიშიენე.
ჟურნალისტი, მთარგმნელი



საქართველოს ქალი
….ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური
და მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი
1989

ქართველთა სათვისტომო

დალი გოგეშვილი-იოდიშიენე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტრის მე-4 კურსის სტუდენტი იყო, როცა მოსწყდა მშობლიურ მხარეს და ლიტვაში გაჰყვა თავის საბედოს. მაგრამ სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარულმა ქალმა ვერ დაივიწყა მზიური საქართველო და გადაწყვიტა მთელი თავისი სიცოცხლე, შემოქმედებითი მოღვაწეობა ლიტვა-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ამ ორი ქვეყნის სულიერი მეგობრობისათვის მოეხმარა:
ახალგაზრდა ქალმა თერთმეტ თვეში შეისწავლა ლიტვური ენა და უზადოდ, მაღალ პროფესიულ დონეზე მიჰყავდა რადიოგადაცემემბი ლიტვურად. ქალბატონმა დალიმ ხელი მოჰკიდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან ქართულიდან თარგმნა გურამ ფანჯიკიძის რომანი ”მეშვიდე ცა”. ამას მოჰყვა ცნობილი ქართველი მწერლების გურამ დოჩანაშვილის, ოტია იოსელიანის, სერგო კლდიაშვილისა და სხვათა ნაწარმოებები (სულ 39 ავტორი). ამ თარგმანებმა ლიტველი მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა.
თავისი დაუღალავი შრომით რადიოში თუ ჟურნალ-გაზეთებში ქალბატონმა დალიმ მალე გაითქვა სახელი და საქართველოს პოპულარიზაციისათვის დაიმსახურა კიდეც ლიტვის რადიოპროგრამების პრიზი ”საბჭოთა საქართველოში სამოგზაუროდ”.

”ივერია”
ლიტვაში


ჯერ კიდევ 1971-1972 წლებში ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში მცხოვრებ დალი გოგეშვილის სახლში ჩაეყარა საფუძველი ლიტვა-საქართველოს კულტურულ ცენტრს. ლიტვური პოეზიის გაზაფხულში მონაწილეობა მიიღეს დალის ინიციატივით მოწვეულმა ქართველმა მწერლებმა _არჩილ სულაკაურმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, მორის ფოცხიშვილმა…
_დღეისათვის ჩვენი კონტაქტები კიდევ უფრო გაიზარდა,_ აღნიშნავს ქალბატონი დალი,_ ლიტვის ხშირი სტუმარია ქალბატონი ლიანა ისაკაძე, სხვადასხვა დროს სტუმრად სწვევიან მას ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა, თვითმოქმედი კოლექტივები. ლიტველების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია თუმანიშვილის თეტრის სტუმრობამაც. დიდი წარმატებით ჩაუვლია ქართული თეტრის სპექტაკლებს გოგი ქავთარიძისა და გიზო ზარნაძის რეჟისორობით. რა თქმა უნდა, ვილნიუსში მცხოვრები ქართველებისათვის თვისტომთა სტუმრობა ყოველთვის დიდი სიხარულის მომგვრელი იყო.
ლიტვა-საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფოტოჟურნალისტს ალგიმანტას ჟიჟიუნასს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე და მთელი კართოტეკა შექმნა ვილნიუსში მყოფი ქართველებისა, რასაც, ალბათ, მალე ვიხილავთ ბატონ ალგიმანტასის წიგნში ”ქართველები ვილნიუსში”
თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ შესძრა ლიტველ ქართველთა გულებიც. რის შედეგადაც ვილნიუსში მცხოვრებმა 38-მა ქართველმა შექმნა სათვისტომო _ ”ივერია”. მას სათავეში ჩაუდგა და მისი პრეზიდენტი გახდა დალი გოგეშვილი. თვითონ ქალბატონი დალი სათვისტომოს დაარსების შესახებ ამბობს; ”მისი შექმნა გამოიწვია ჩვენი გოგონებისა და დედების მიმართ მოწყობილმა იმ გენოციდმა, რომელმაც არა მარტო ლიტველები, არამედ მთელი მსოფლიო აღაშფოთა”.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის იმ საშინელ დღეს დაღუპულ ქართველთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ვილნიუსელმა ქართველებმა ზურაბ ჯავახიშვილმა, სერგო ამირგულაშვილმა და პირადად ქალბატონმა დალიმ საკუთარი ხელით შეკრეს საქართველოს სამფეროვანი დროშა, რომელიც ვილნიუსის კათედრალურ ტაძარში მონსინიორ კაზიმიერას ვალიდაუსკასმა აკურთხა.
9 აპრილის ტრაგედიის სიმწარემ შეამჭიდროვა ვილნიუსელი ქართველობა, რომლებმაც ლიტველ ხალხთან ერთად დაიწყეს ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, რადგანაც ლიტველები მათ საქართველოს ერთ-ერთ ახლო მეგობრებად მიაჩნიათ.
ლიტვა-საქართველოს კულტურულ დაახლოებაში, ამ ორი ქვეყნის ხალხთა მეგობრობაში ხედავენ უმთავრეს ამოცანას სათვისტომოს ქართველები. დღეისთვის უმაღლეს წერტილს მიაღწია ამ კულტურულმა ურთიერთობებმა:
მთავრობასთან შეიქმნა მცირერიცხოვანი ერების წარმომადგენელთა დეპარტამენტი, რომელშიც გაერთიანდნენ ვილნიუსის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, მოლდავეთის, ესტონეთის, ლატვიის წარმომადგენლობები. ისინი მხარს უჭერენ ლიტველი ხალხის მისწრაფებას ეროვნული დამოუკიდებლობისკენ _ ”საიუდისის” _სახალხო მოძრაობას.
ხოლო თვითონ ქალბატონი დალი, ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ამ წამოწყებაში ხედავს დამოუკიდებელი საქართველოს საელჩოს ჩანასახს.

თამარ ნინიძე


ახალგაზრდა კომუნისტი
4 მაისი, 1976 წელი…

ჩურლიონისის
ქვეყანაში


ნიგოითის შუკა
ვილნიუსში


მცირე ამონაკრები ცნობილი პოეტისა და ჟურნალისტის ნანა ღვინეფაძის წერილიდან…

…პროსპექტიდან თაღის ქვეშ შეუხვია, დალის სახლამდე სულ მცირე მანძილი იყო. ”აი, ამ პაწია გზას ნიგოითის შუკა დავარქვი”, _ღიმილით მეუბნებოდა დალი. სახლში მისი მეუღლე იონასი და პატარა ვაჟი დაგვხვდნენ. წიგნებით სავსე ოთახს აშუქებდა იონასის ნახელავი ტორშერი, რომელიც რაღაცით რობოტსაც და რომელიღაც აფრიკული ტომის ღმერთსაც წააგავდა. მოჩანდა თუთის ხეში გამოკვეთილი ულვაშა, ყაბალახიანი გურული ჩიბუხით ხელში.
-ესეც იონასის ნახელავია,-მითხრა დალიმ.
….
იონასი გაზეთებს მაწვდის. ლანჩხუთის რაიონული გაზეთი ”კომუნისტური შრომა” და ანიკშჩაის რაიონული გაზეთი. ეს გაზეთები ორი რაიონის, ორი რესპუბლიკის მეგობრობაზე მოგვითხრობენ. კეთილი მეგზური კი, ვინც ორი რაიო
ნის მშრომელები ერთმანეთით დააინტერესა, _დალი გოგეშვილი-იოდიშიენეა, რაიონულ გაზეთებს ლიტერატურული წრეების მასალებიც გაუცვლიათ.
…..
ვუყურებ დალის და ვფიქრობ მის დიდ ვალზე, ვფიქრობ ორი ხალხის ძმობასა და სიყვარულზე. ეს უთუოდ დიდი საქმეა. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ დალის პატივს სცემენ, მასზე გულთბილად ლაპარაკობენ ლიტველები.
სახლიდან გამოსულებს, შემოდგომის ქარი შეგვეგება. ნიგოითის შუკას მთვარე დასცქეროდა.



ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი…

ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971წ.

(ესეი ლექსად…)

ერთხელ, ზაფხულში, ყმაწვილობის ჟამს,

ტყე-ღრე წვალებით, შეთქმულის ჟინით,

თითქოს მივსდევდი წინაპრის ჩუმ კვალს,

გზნებით ვატარე სხვა ქვეყნის შვილნი…

გამორჩეულნი გრძნობათა ფარვით

ერთი მსუქანი, ერთიც პირხმელი…

დისიდენტური კვლევით და სწრაფვით,

მედგრად იწევდა ორი ლიტველი…

ერთს მეამბოხის ჰქონდა სახელი

და ციხეებში იყო ნატანჯი

იმპერიული გათვალა-არგათვლის,

მას სიძულვილი ჰქონდა ათასგზის…

და მივიწევდით მთისაკენ მაღლა,

სადაც მლოცველი დიოდა მალვით,

გზას გვიღობავდა ტოტების ფარდა,

გვეძალებოდა წინაპრის ვალი…

და როს ვიხილეთ მონასტრის ეზო,

მწვანე მინდორი ნასათუთარი,

სწრაფვისა ჩვენის ვიგრძენით გემო,

კრძალვით გვიცქერდა მხცოვანი ქალი…

ნატიფად ნაგებ ტაძრის კედელთან,

იდგა მოწესე მშვიდი, ფერმკრთალი,

”მშვიდობა თქვენდა!” მიგვიღო წრფელად,

ისმინა სიტყვა ჩემში ნამაჭრი…

ნაჯაფი ხელი შემახო ხელთან,

მითხრა: სტუმრისა მეც ვიცი ყადრი,

ოთხი წლის ვიყავ, რომ მერგო ხილვა,

ამა საყდრის და ამა სავანის…

მას შემდეგ აქ ვარ, არსად გავსულვარ,

არ მიძებნია სხვა ბინა არსით,

არადა უკვე ასს წელს ვასრულებ,

ვფიქრობ ჰაემდე გავლიე ხანი…

ოღონდ იმასღა ვდარდობ და ვნანობ,

რომ არ გამოჩნდა ერთი მორჩილიც,

რომ მონასტერი, ესე სავანე

არ შერჩეს ტყე-ღრეს ხავსით მოსილი…

მერე წაგვიძღვა, შემოგვატარა

საფლავის ქვები, დათა სამარხნი,

ერთგან ილოცა და თან გვახარა

აღმშენებელი იყო ამ ტაძრის…

ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,

ლოცვისა ნირი, ქცევა ტაძარში…

აუწყა სტუმართ ”პაპისა” მრწამსი,

და განსხვავება პირჯვრისწერაში…

აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,

შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,

მიართვა მოხუცს, სთხოვა დალოცვა,

მოდრიკა თავი ნაციმბირალი…

ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება

მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,

სანთლების დარად მოჩინარ თითებს,

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი…

24.05.2006



THAT FRAGRANCE
RESEMBLED FAITH

The Lithuanians’ visit (1971)
An essay in a verse


Once, in springtime, in my youth,
I led them through forests and caves,
Tracing the paths of my forefathers,
The paths of my native place.

Two Lithuanians, two “quiet rebels, ”
One – a bit fleshy, the other – lean…
I led them through forests and caves,
And they willingly followed me.

One of them was a true rioter,
Imprisoned not once, not twice…
He was filled with the hate for the “Empire, ”
His heart was turned into ice.

We quietly labored up the hillside,
The curtain of boughs barred the way;
Believers went there stealthily,
But my “debts” I had to pay…

And when we beheld the monastery,
Its yard – a nice green lawn,
We saw our labor was rewarded…
An old woman stood at the door.

She looked at us with respect,
That woman – so pale and wan.
She gave us a hearty welcome,
I told her about those men.

She touched me with her wrinkled hand,
She said she was glad to see the guests.
The woman was aged, very old;
Here is the story she told:

“When I first saw this monastery,
I was only four years old.
Since then, I’ve lived here, my son,
I’ve never sought other abode.

Now I’m hundred, and I still breathe,
But I’m troubled by the only thought:
No one comes to guard this monastery,
Soon it’ll be covered with moss.

She showed us the graves of the sisters,
The tombstones – cherished and old.
She prayed, and told us humbly
She’d done a lot for that House of God.

Then she spoke about Catholicism,
About its teaching and beliefs,
And explained to the Lithuanian guests,
How an Orthodox crosses himself.

The rioter was moved to tears,
His treasured cross to her he gave,
Asked her to bless it, and then
Bowed his proud head with awe…

In her blessed hands shimmered
The icon of the Crucified Christ…
And her fingers, resembling candles,
Had a fragrance of Faith and Trust.

24.O5.2OO6

Translated from Georgian

Janri Gogeshvili

====
====











































































































































































4 комментария:

Janri Gogeshvili комментирует...

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

Janri Gogeshvili комментирует...

სტუმართმოყვარე შენი ერი / Your hospitable people

Janri Gogeshvili комментирует...

მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით... HE KEPT JUST HIS HOMELAND IN HIS BOSOM

J.G. комментирует...

იხ. Paulius Juodišius (Lietuva) / პაულიუს იუოდიშიუს (ლიტვა) / Paulius Iuodishius (Lithuania)